გამოძიების მხრიდან დეკანოზ მამალაძისთვის იყო შეთავაზება, რომ ემხილებინა სოსო ოხანაშვილი და მეუფე დიმიტრი

გამოძიების მხრიდან დეკანოზ მამალაძისთვის იყო შეთავაზება, რომ ემხილებინა სოსო ოხანაშვილი და მეუფე დიმიტრი

გამოძიების მხრიდან იყო შეთავაზება დეკანოზ მამალაძისთვის, რომ მას ემხილებინა სოსო ოხანაშვილი და მეუფე დიმიტრი, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

როგორც მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა, პროკურატურის მხრიდან მამალაძისთვის ეს შეთავაზებული იყო დაკითხვის დროს გამოცხადებულ შესვენებაზე, არაოფიციალურ საუბრებში. ამასთან, მისივე თქმით, აღნიშნულ შეთავაზებას იძულების სახე არ ჰქონია.

”დაკითხვის დროს, როდესაც შესვენება იყო, რამდენჯერმე შეთავაზებული იყო ზოგადი განხილვისთვის, რომ დაესახელებინა დეკანოზ მამალაძეს გვარები, კერძოდ, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი და მეუფე დიმიტრი.

გამომძიებლები ეუბნებოდნენ მამა გიორგი მამალაძეს, ხომ იცით, რომ ყველასთვის ცნობილია, რაც ხდებაო და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ესენი დაპირისპირებულები არიანო. მამა გიორგის პოზიცია იყო, რომ აზრთა სხვადასხვაობა დაპირისპირებას არ ნიშნავდა და რომ მსგავს რაღაცას არ იტყოდა.

მათ უნდოდათ რომ ყველაფერზე თავი დაეკრა მამა გიორგის და ასე არ არის. ამას არ ჰქონდა იძულების ხასიათი, თუმცა იყო შეთავაზებები. ამ შეთავაზებებს რომ არ დათანხმდა, ადგნენ და ბრალი დაუმძიმეს. ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა,”-განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ადვოკატები დღეს დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახილებას გეგმავენ. ისინი ე.წ. მატროსოვის ციხეში 12:00 საათზე შევლენ.