ალექსეი პუშკოვი ემანუელ მაკრონის გამარჯვებაზე:  ასეთი საფრანგეთში ჯერ არ მომხდარა

ალექსეი პუშკოვი ემანუელ მაკრონის გამარჯვებაზე: ასეთი საფრანგეთში ჯერ არ მომხდარა

რუსეთის ფედერაციის საბჭოს სენატორმა ალექსეი პუშკოვმა ემანუელ მაკრონის საფრანგეთის პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„პირველად საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა როგორც ევროკავშირისადმი დამოკიდებულების თაობაზე რეფერენდუმი. ევროკავშირის მომხრეებმა გაიმარჯვეს, მაგრამ ფრანგების ერთ მესამედზე მეტი წინააღმდეგია. ასეთი საფრანგეთში ჯერ არ მომხდარა“, - დაწერა ალექსეი პუშკოვმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

მან ასევე დაასახელა ის ლიდერები, ვისაც მაკრონის პრეზიდენტად არჩევა გაუხარდა.

„მაკრონის გამარჯვებით აღფრთოვანებულნი არიან: კლინტონი, ობამა, მერკელი, პოროშენკო, ჯონსონი. შეიძლება არ გავაგრძელოთ ეს სია. ყველაფერი ნათელია. მითხარი ვინ არის შენი მეგობარი“, - განაგრძო რუსმა სენატორმა.