საბოლოო მონაცემებით, ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 66,06% მიიღო, მარინ ლე პენმა - 33,94%

საბოლოო მონაცემებით, ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 66,06% მიიღო, მარინ ლე პენმა - 33,94%

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოოო შედეგები გამოაქვეყნა.

ბიულეტენთა 100%-ის დათვლის შემდეგ, პოლიტიკური მოძრაობა „წინ“-ის ლიდერმა ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 66,06% მიიღო, ხოლო „ეროვნული ფრონტის“ ლიდერმა მარინ ლე პენმა - 33,94%.

ამომრჩევლების აქტივობამ 74,62% შეადგინა.

ემანუელ მაკრონი საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის მერვე პრეზიდენტი გახდა. ის მეხუთე რესპუბლიკაში ყველაზე ახალგაზრდა არჩეული პრეზიდენტია.