ჩვენ მარტო წარსულში არ უნდა ვიხედებოდეთ, ჩვენ უნდა ვიხედებოდეთ მომავლისკენ

ჩვენ მარტო წარსულში არ უნდა ვიხედებოდეთ, ჩვენ უნდა ვიხედებოდეთ მომავლისკენ

დღევანდელ დღეს ჩვენ აღვნიშნავთ იმ ახალ შესაძლებლობებს, რომელიც გაჩნდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა გუშინ რიყის პარკში, ”ევროპის დღის” ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისივე თქმით, აღნიშნავენ ევროკავშირის შექმნიდან 60 წლის იუბილეს და ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაწყებიდან მრგვალ თარიღს.

”თუმცა, ჩვენ მარტო წარსულში არ უნდა ვიხედებოდეთ, ჩვენ უნდა ვიხედებოდეთ მომავლისკენ. დღევანდელ დღეს ჩვენ აღვნიშნავთ იმ ახალ შესაძლებლობებს, რომელიც გაჩნდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ეს არის: მგზავრობის, სწავლის, ახალი ბიზნესების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობები. ჩვენ სწორედ ამაზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებულები”,- აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.