საქართველოს მთავრობის მეთაური დღეს თეთრ სახლში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენს, მაიკ პენსს შეხვდება. მხარეები საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხებს განიხილავენ.
9 მაისს გიორგი კვირიკაშვილი მოლაპარაკებებს გამართავს აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, რექს ტილერსონთან. პრემიერ-მინისტრი ასევე ეწვევა აშშ-ის სენატს, სადაც სხვადასხვა კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდება.
10 მაისს დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა აშშ-ს კომერციის მდივანთან, უილბურ როსთან.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა აშშ-ის არასამთავრობო ორგანიზაციების და წამყვანი საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის მიწვევით იმყოფება.