ემანუელ მაკრონი ამომრჩევლებს:   გულის სიღრმიდან მადლობას გიხდით, მე თქვენ არ დაგივიწყებთ

ემანუელ მაკრონი ამომრჩევლებს: გულის სიღრმიდან მადლობას გიხდით, მე თქვენ არ დაგივიწყებთ

გულის სიღრმიდან მადლობას გიხდით, მე თქვენ არ დაგივიწყებთ, - ასე მიმართა საფრანგეთის არჩეულმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თავის ამომრჩევლებს. 

არჩეული პრეზიდენტის თქმით, მისთვის ეს დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. „დღეს მე ყველას მივმართავ, სრულიად ფრანგ ხალხს. დღეს საღამოს ახალი გვერდი გადაიშალა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. დაე, ეს იყოს იმედისა და ნდობის გვერდი“, - დასძინა ემანუელ მაკრონმა. 

მისი თქმით, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მისი ვალდებულება იქნება გააერთიანოს ყველა - ქალი და კაცი, რომლებიც მზად არიან დაუპირისპირდნენ იმ დიდ გამოწვევებს, რომლებიც მათ ელით. „გვიყვარდეს საფრანგეთი. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში თავმდაბლად, მტკიცედ და ერთგულად ვემსახურები საფრანგეთს თქვენი სახელით. გაუმარჯოს რესპუბლიკას! გაუმარჯოს საფრანგეთს!“, - დასძინა ემანულე მაკრონმა.