აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ემანუელ მაკრონის საფრანგეთის პრეზიდენტად არჩევას „ტვიტერის“ პირად გვერდზე გამოეხმაურა.
„ვულოცავ ემანუელ მაკრონს დიდ გამარჯვებას და საფრანგეთის პრეზიდენტად არჩევას. მოუთმენლად ველი მასთან ერთად მუშაობას“, - დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე.