„გაზპრომი“ გაზსადენ „თურქული ნაკადის“ შავი ზღვის ფსკერზე საზღვაო მონაკვეთის მშენებლობას შეუდგა

„გაზპრომი“ გაზსადენ „თურქული ნაკადის“ შავი ზღვის ფსკერზე საზღვაო მონაკვეთის მშენებლობას შეუდგა

კვირას „გაზპრომი“ შავი ზღვის ფსკერზე გაზსადენ „თურქული ნაკადის“ საზღვაო მონაკვეთის მშენებლობას შეუდგა. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. 

მათივე ცნობით, სამუშაოები ოთხი დღის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თურქ კოლეგა რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ დაიწყო, რომელზეც აღნიშნული გაზსადენის შესახებ ისაუბრეს. „დღეიდან შევუდექით პროექტ „თურქული ნაკადის“ რეალიზაციის პრაქტიკულ ეტაპს. პროექტი მკაცრი გეგმით ხორციელდება და 2019 წლის ბოლოსთვის ჩვენი, თურქი და ევროპელი მომხმარებლები რუსეთის გაზის იმპორტის ახალ სანდო მარშრუტს მიიღებენ“, - აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი ალექსეი მილერი.

რუსეთმა და თურქეთმა 2016 წლის 10 ოქტომბერს ხელი მოაწერეს მთავრობათაშორის შეთანხმებას „თურქული ნაკადის“ შესახებ, რომლის მშენებლობის ოპერატორიც არის „South Stream Transport“. დოკუმენტი გულისხმობს მაგისტრალური გაზსადენის ორი ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს შავი ზღვის ფსკერზე, რომელთაგან თითოეულის სიმძლავრე 15,75 მილიარდი კუბური მეტრი იქნება. ერთი ხაზი ითვალისწინებს გაზის მიწოდებას უშუალოდ თურქეთის ბაზრისთვის, მეორე - თურქეთის გავლით ევროპის ქვეყნებში.