ვიქტორ დოლიძე:  საქართველო ევროკავშირთან არასდროს ყოფილა ისე ახლოს, როგორც არის დღეს

ვიქტორ დოლიძე: საქართველო ევროკავშირთან არასდროს ყოფილა ისე ახლოს, როგორც არის დღეს

საქართველო ევროკავშირთან არასდროს ყოფილა ისე ახლოს, როგორც არის დღეს, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ რიყის პარკში, ”ევროპის დღეების” გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლოდროინდელი მიღწევები და წარმატებები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ რამდენად დიდი ნაბიჯებია გადადგმული როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირის მხრიდან.

”თუნდაც ვიზის თემა რომ ავიღოთ, რამხელა მნიშვნელობა ენიჭება ამას. ასევე, კარგად ვაანალიზებთ იმას, რამდენად ბევრი ნაბიჯი გვაქვს გადასადგმელი მომავალში. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში და წარმატებაში”,- აღნიშნა დოლიძემ. 

მისივე თქმით, ”ევროპის დღეები” დღეიდან 25 მაისამდე გაიმართება. სახელმწიფო მინისტრის განმარტებით, ამის მიზანია ევროპის პოპულარიზაცია.
”ვიზაზე გამართულმა კამპანიამ გვაჩვენა, თუ რამდენად კარგი შედეგები შეიძლება მოგვცეს ამან, განსაკუთრებით ჩვენი მოქალაქეების ცნობიერების ამაღლების კუთხით. ეს იქნება ყველაზე დიდი და ძლიერი იარაღი პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად, პირველ რიგში კი ჩვენი მოქალაქეების ცნობიერების ამაღლების კუთხით”, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.