მოქალაქე „ევროპულ საქართველოს“ - თქვენ ახსენეთ მუსოლინი, 9 წლის განმავლობაში მუსოლინი და ჰიტლერი არ გამოგვლევია საქართველოში

მოქალაქე „ევროპულ საქართველოს“ - თქვენ ახსენეთ მუსოლინი, 9 წლის განმავლობაში მუსოლინი და ჰიტლერი არ გამოგვლევია საქართველოში

პლებისციტი 2004 და 2010 წლებშიც რომ გაგხსენებოდათ, კარგი იქნებოდა, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს ჩოხატაურში საყოველთაო სახალხო განხილვაზე ერთ-ერთმა მოქალაქემ. 

"2004-ში და 2010-შიც, როდესაც კონსტიტუციას ცვლიდით, მაშინაც რომ გაგხსენებოდათ პლებისციტი, კარგი იქნებოდა", - აღნიშნა მოქალაქემ.
დარბაზში მყოფებმა „ევროპული საქართველოს“ განცხადებები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებითაც გააპროტესტეს. "თქვენ ახსენეთ მუსოლინი. 9 წლის განმავლობაში მუსოლინი და ჰიტლერი არ გამოგვლევია საქართველოში", - განაცხადა ერთ-ერთმა მონაწილემ. 

"ხომ არ გავაუქმოთ პრეზიდენტის ინსტიტუტი, თავისი დიდი სასახლით. ასევე, დავზოგოთ თანხები და პარლამენტი გადავიტანოთ თბილისში?!", - განაცხადა ჩოხატაურის საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“.