კონსტიტუციაში არ უნდა დარჩეს იმის მცირე შანსიც კი, რომ სახალხო დამცველი ლოიალურად იყოს განწყობილი ხელისუფლების მიმართ

კონსტიტუციაში არ უნდა დარჩეს იმის მცირე შანსიც კი, რომ სახალხო დამცველი ლოიალურად იყოს განწყობილი ხელისუფლების მიმართ

კონსტიტუციაში სახალხო დამცველთან დაკავშირებულ ცვლილებებზე სახალხო დამცველის მოსაზრებები არ არის დასაბუთებელი, - ამის შესახებ საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვაზე კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ განაცხადა. 
მისი თქმით, კონსტიტუციაში არ უნდა დარჩეს იმის მცირე შანსიც კი, სახალხო დამცველი ლოიალურად იყის განწყობილი ხელისუფლების მიმართ და სწორედ ამას ემსახურება მის მიერ ინიცირებული ცვლილება. ცვლილების მიხედვით, სახალხო დამცველს მეორე ვადით არჩევის შესაძლებლებლობა აღარ ექნება.

მენაბდის თქმით, როდესაც პარლამენტმა მეორე ვადით უნდა აირჩიოს ომბუდსმენი, შესაძლოა მისი მხრიდან იყოს გარკვეული ლოალური დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ. "სახალხო დამცველის მოსაზრებები არ არის დასაბუთებული. ის ამბობს, რომ ვერ მოისმინა არგუმენტები. ომბუდსმენი უნდა იყოს კრიტიკული. ბუნებრივად არც ერთ პარლამენტს არ უნდა გაუჩნდეს სახალხო დამცველის მეორედ არჩევის სურვილი. ამის მცირედი შანსიც უნდა გამოვრიცხოთ. თუმცა, დღეს მოქმედი სახალხო დამცველი ძალიან კარგია", - განაცხადა მენაბდემ.