არც იქამდე ვართ მისული, ჩვენი პარტიების იმედი გვქონდეს, რომ სახელმწიფოს ინტერესს სხვადასხვა მერკანტილურ ინტერესებზე წინ დააყენებენ

არც იქამდე ვართ მისული, ჩვენი პარტიების იმედი გვქონდეს, რომ სახელმწიფოს ინტერესს სხვადასხვა მერკანტილურ ინტერესებზე წინ დააყენებენ

არც იქამდე ვართ მისული, ჩვენი პარტიების იმედი გვქონდეს, რომ სახელმწიფოს ინტერესს სხვადასხვა მერკანტილურ ინტერესებზე წინ დააყენებენ, -ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჩოხატაურში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისას, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის იმ ნაწილთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც საარჩევნო სისტემას ეხება.

ჩუგოშვილის შეფასებით, საარჩევნო სისტემის ის ვარიანტი, რომელიც კონსტიტუციის პროექტით არის წარმოდგენილი, ქვეყნის სტაბილური განვითარების და პოლიტიკური კონკურენციისა და პოლიტიკური პარტიების განვითარების ინტერესს აბალანსებს. 

”ერთის მხრივ, ჩვენი საზოგადოება, ჩვენი პოლიტიკური კულტურა უკვე მომწიფებულია იმისთვის, რომ ძალაუფლების ძალიან დიდი დოზით კონცენტრაციაზე, კერძოდ, საკონსტიტუციო უმრავლესობებზე უარი ვთქვათ. წინა ხელისუფლების პერიოდში საკონსტიტუციო უმრავლესობებმა დაამტკიცა როგორ ბოროტებამდე შეიძლება მივიდეს ძალიან დიდი დოზით ერთ ხელში ხელისუფლების და ძალაუფლების კონცენტრაცია. იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანას აღარ დასჭირდეს ომი, ბრძოლა, რომ თუკი არ მოსწონს ხელისუფლება, შეიცვალოს ის, საჭიროა გადავდგათ ნაბიჯი და ისეთი საარჩევნო სისტემა შევქმნათ, რომელიც ერთ პარტიას ძალიან დიდ ძალას და უპირატესობას არ აძლევს. ამიტომ ვსაუბრობთ ისეთი საარჩევნო სისტემის შემოღებაზე, რომლის პირობებში საკონსტიტუციო უმრავლესობების მოპოვება ფრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. ამავე დროს, მეორე მხარეს არის მეორე ღირებულება - არც ისე შეიძლება, რომ ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარების შესაძლებლობა პოლიტიკურ პარტიებს შორის კინკლაობას, პოლიტიკოსებს შორის ვაჭრობას გადავაყოლოთ. სამწუხაროდ, არც იქამდე ვართ მისული, რომ ჩვენი პარტიების იმედი გვქონდეს, რომ ამას არ იზამენ და სახელმწიფოს ინტერესს უფრო წინ დააყენებენ, ვიდრე სხვადასხვა მერკანტილურ ინტერესებს. ამის ბევრი მაგალითი არსებობს. იმ ეტაპზე, რა ეტაპზე ვართ, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო სისტემა პოლიტიკური ვაჭრობებისთვის, პოლიტიკური დაპირისპირებებისთვის არ ქმნიდეს ნიადაგს, რასაც ქვეყნის სტაბილური განვითარების შესაძლებლობა გადაყვება, მაგრამ ამავე დროს, ძალაუფლების არც ისეთი კონცენტრაცია მოვახდინოთ, რომ შეუძლებელი იყოს ამ ძალიან დიდი რესურსთან დაპირისპირება”, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.