კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ჩოხატაურში

კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ჩოხატაურში

კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვა დღეს ჩოხატაურში გაიმართა. 

საკონტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას კონსტიტუციის პროექტის ძირითადი ასპექტები გააცნო. „ჩვენ დღეს უნდა ვისაუბროთ ჩვენს ძირითად კანონზე, ქვეყნის კონსტიტუციაზე, როგორც მოგეხსენებათ დაგეგმილია ფუნდამენტური ცვლილებების შეტანა საქართველოს კონსტიტუციაში და მთავარი ამოცანა ის არის, რომ ჩვენ მივიღოთ ისეთი ძირითადი კანონი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას",  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობა გააცნო გურიის რეგიონის მოსახლეობას. მისი განცხადებით კომისიი წინაშე ორი ამოცანა იდგა, პირველი, ისეთი დოკუმენტის შეექმნათ, როემლიც  სრულ შესაბამისობაში იქნებოდა კონსტიტუციის პრინციპებთან, მეორე კი, ისეთი მმართველობის სისტემის ჩამოყალიბებაა, რომელიც  გაუძლებდა დროს. „ეს იყო ორი მთავარი მიზანი, რომელიც კომისიას მიეცა პარლამენტის მიერ,  და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი დოკუმენტი უნდა შეიქმნას და საბოლოო ჯამში საპარლამენტო განხილვების შემდეგ ჩვენ სწორედ ასეთ კონსტიტუციას მივიღებთ".

ირაკლი კობახიძემ დეტალურად ისაუბრა ხელისუფლების თითოეული შტოს ფუნქციებზე. „სამი ძირითადი შტო ეს არის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება, და სასამართლო ხელისუფლება, როემლიც სამი ძირითადი ორგანოთი არის წარმოდგენილი. პარლამენტი, მთავრობა და სასამართლო, რომელიც ორ ძირითდ სუბიექტს აერთიანებს - ესაა საკონსტიტუციო სასამართლო და საერთო სასამართლოების სისტემა. მთვარი ამოცანა ნებისმიერი კონსტიტუციის არის ის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ბალანსი ამ ძირითად შტოებს შორის. ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა, დამოუკიდებელი სასამართლო, ეს არის სამი ძირითადი  ელემენტი მმართველობის ამ სისტემის, რომელიც არის ჩამოყალიბებული და მეოთხე მნიშვნელოვანი ელემენტი არის ზეპარტიული პრეზიდენტი".

„პრაქტიკულად ცვლილებები ეხება თითქმის ყველა მუხლს და პუნქტს კონსტიტუციაში. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ძალიან რთული სამუშაოს შედეგად იქმნება პრაქტიკულად ახალი რედაქცია კონსტიტუციის. ისევე, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია.

ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციის პროექტი თავების მიხედვით  გააცნო ადგილობრივ მოსახლეობას. „პირველი თავი ადგენს ოთხ ფუნდამენტურ პრინციპს და უზრუნველყოფს მათ კონკრეტულკი გარანტიებით, ეს იქნება დემოკრატიის პრიონციპი, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, სოციალური სახელმწიფოს პრინციპი და ეკონომიკური თავისუფლების პრონციპი. რომლებიც დღეს მოქმედ რედაქციაშიცაა მოხსენიებული, თუმცა ერთგვარად  ჩაკარგული იყო საქართველოს  კონსტიტუციის პრეამბულაში".

პარლამენტის თავმჯდომარემ დეტალურად მიმოიხილა მეორე თავი, რომელიც ადამიანთა გარანტირებულ უფლებებს უზრუნველყოფს და სადაც უფრო კონკრეტულადაა წარმოდგენილი ძირითადი უფლებები, რომლებიც აქამდე არ იყო გაწერილი ან არ იყო გარანტირებული

ირაკლი კობახიძის განცხადებით, კომისიამ, საქართველოს კონსტიტუციურ კანონზე მუშაობისასა კომისიამ ეროვნული ბანკის და აუდიტის სამსახურის წინადადებები გაითვალისწინა და  მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა, რომელბიც  ამ კონსტიტუციური ორგანოების დამოუკიდებლობას განამტკიცებს. დოკუმენტში ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ჩანაწერებია ადგილობრივი თვითმმარტველობის კუთხით, რაც განამტკიცებს თვითმმართველობის დამოუკიდებლობას განამტკიცებს სუბსიდირების პრინციპს და განამტკიცებს ფინანსურ გარანტიებს. პარლამანტის თავმჯდომარის თქმით ეს ყველაფერი უზრუნველყოფს ადგილობრივი  თვითმმართველობის სისტემის კიდევ უფრო განვითარებას და გაძლიერებას და გაგრძელდება დეცენტრალიზაციის პროცესი, რაც ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩვენი ქვეყნისთვის.

კონსტიტუციის პროქტში მნიშვნელოვანი დამატებებია ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. „გვაქვს მნიშვნელოვანი დამატება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში, სადაც პირდაპირ, ერთგვარი დავალების სახით არის გაწერილი, რომ ყველა კონსტიტუციურმა ორგანომ უნდა მიიღოს  ყველა ზომა საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ევროკავშირსა და ნატოში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი".

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ დაეტალურად ისაუბრა ხელისუფლების თითოეული შტოს უფლებამოსილებების, ასევე არჩევნების, საარჩევნო ბარიერის დაწესებისა  და საარჩევნო ბლოკების გაუქმების თობაზე.

ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციური კანონის პროექტში არსებულ პრეზიდენტის თავზე, მისი უფლებამოსილებებისა და არჩევის საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ადგილობრივ მოსახლეობას. მისი თქმით, იმ ქვეყნების უმეტესობაში, სადაც პრეზიდენტებს საპარლამენტო მმართველობაში პირდაპირი წესით ირჩევენ, სისტემური სახის პრობლემები ჩნდება.

საპარლამენტო მმართველობის მოდელში პოლიტიკა განისაზღვრება პარლამენტის მიერ, ხოლო ქვეყნის მართვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ. რაც შეეხება პრეზიდენტს, ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ სისტემაში პრეზიდენტი ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებელი არ არის. 

საკონსტიტუციო ცვლილებების დეტალური მიმოხილვის შემდეგ ირაკლი კობახიძემ ადგილობრივი მოსახლეობის მრავალრიცხოვან კითხვებს უპასუხა.

„ევროპული საქართველოს" წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა წარმოდგენილი ცვლილებები კრიტიკულად შეაფასა. „რეფერენდუმი ვერ ტარდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ამიტომ წამოვაყენეთ იდეა, პლებისციტით გაირკვეს, რომელ მიმართულებას უჭერს ხალხი მხარს. რამდენიმე დღეში იქნება ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა. არსებული კონსტიტუცია იწვევს ძალაუფლების ზედმეტ კონცენტრაციას. თუ ვცვლით, ეს უნდა გამოირიცხოს. სამართლიანი საარჩევნო სისტემა იქნება ისეთი, რომ რა პროცენტიც მისცა ხალხმა ხმა პარტიას, იმ პროცენტის ადგილები ჰქონდეს პარლამენტში".

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის  პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა  წინა ორი განხილვიდან მიღებული შთაბეჭდილება გაუზიარა საზოგადოებას: „რასაც ლაპარაკობენ პოლიტიკოსები, სხვადასხვა პარტიები ეთერებიდან, სრულიად აცდენილია იმას, რასაც ვისმენთ ჩვენ დარბაზში. სრულიად სხვა აქცენტები აინტერესებს მოსახლეობას. სრულიად აცდენილია პოლიტიკური სპექტრი იმას, რაც აინტერესებს და მნიშვნელოვანია მოქალაქეებისითვის. ამიტომ ჩვემთვის ყველაზე ყურადსაღებია ის თქვენ რა თემებზე გაამახვილებთ ყურადღებას".  თამარ ჩუგოშვილის განმარტებით კომისიამ ძალიან დიდ სამუშაო გაწია, თითქმის არ დარჩენილა კონსტიტუციაში მუხლი, სადაც არ შევიდა ცვლილება. მან საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის შესახებაც ისაუბრა და რამდენიმე ცვლილებაზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის   კონსტიტუციის პროექტით წარმოდგენილი საარჩევნო სისტემა შეაფასა, როგორც  ქვეყნის სტაბილური განვითარების,  პოლიტიკური კონკურენციისა და პოლიტიკური პარტიების განვითარების ინტერესების დამაბალანსებელი სისტემა. „ერთის მხრივ, ჩვენი საზოგადოება, ჩვენი პოლიტიკური კულტურა უკვე მომწიფებულია იმისთვის, რომ ძალაუფლების ძალიან დიდი დოზით კონცენტრაციაზე, კერძოდ, საკონსტიტუციო უმრავლესობებზე უარი ვთქვათ. წინა ხელისუფლების პერიოდში საკონსტიტუციო უმრავლესობებმა დაამტკიცა როგორ ბოროტებამდე შეიძლება მივიდეს ძალიან დიდი დოზით ერთ ხელში ხელისუფლების და ძალაუფლების კონცენტრაცია და დაუბალანსებლობა. იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანას აღარ დასჭირდეს ომი, ბრძოლა, რომ თუკი არ მოსწონს ხელისუფლება, შეიცვალოს ის, საჭიროა გადავდგათ ნაბიჯი და ისეთი საარჩევნო სისტემა შევქმნათ, რომელიც არ აძლევს ძალიან დიდ ძალას და უპირატესობას ერთ პარტიას.  ამიტომ ვსაუბრობთ ისეთი საარჩევნო სისტემის შემოღებაზე, რომლის პირობებში საკონსტიტუციო უმრავლესობების მოპოვება ფრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. ამავე დროს, მეორე მხარეს არის მეორე ღირებულება - არც ისე შეიძლება, რომ ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარების შესაძლებლობა პოლიტიკურ პარტიებს შორის კინკლაობას,

პოლიტიკოსებს შორის ვაჭრობას გადავაყოლოთ". სამწუხაროდ, არც იქამდე ვართ მისული, რომ ჩვენი პარტიების იმედი გვქონდეს, რომ ამას არ იზამენ და სახელმწიფოს ინტერესს უფრო წინ დააყენებენ, ვიდრე სხვადასხვა მერკანტილურ ინტერესებს. ამის ბევრი მაგალითი არსებობს. იმ ეტაპზე, რა ეტაპზეც ვართ, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო სისტემა პოლიტიკური ვაჭრობებისთვის, პოლიტიკური დაპირისპირებებისთვის არ ქმნიდეს ისეთ ნიადაგს, რასაც ქვეყნის სტაბილური განვითარების შესაძლებლობა გადაყვება, მაგრამ ამავე დროს, ძალაუფლების არც ისეთი კონცენტრაცია მოვახდინოთ ძალაუფლების და გადაწყვეტილების მიღების პროცესის, რომ შეუძლებელი იყოს ამ ძალის მობილიზაციასთან და  ძალიან დიდი რესურსთან დაპირისპირება. ჩვენ გვგონია, რომ შემოთავაზებული ვერსია გარკვეულწილად  აბალანსებს ამ ორ მნიშვნელოვან ინტერსს, სტაბილური განვითარების ინტერესს და იმას, რომ მეორეს მხრივ პოლიტიკური კონკურენცია ქვეყანაში იყოს უფრო ჯანსაღი, პოლიტპარტიები განვითარდნენ უფრო მეტად და შესაბამისად მოქალაქეებს ჰქონდეთ არჩევანის თავისუფლება

თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ  2010 წელს კონსტიტუციაში გაკეთებული  ჩანაწერი არ უნდა დარჩეს სამუდამოდ, რაც არ ჯდება რანაირი განაწილების პრინციპში და სწორედ ეს სწორდება ახლა.  მისი თქმით,  ამას ადასტურებს ვენეციის კომისიის დასკვნაც და ამას ემხრობა და იზიარებს ყველა საერთაშორისო ნეიტრალური ექსპერტი, რომელიც პროცესს აკვირდება.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი შეაფასეა, როგორც ხალხის კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან სტაბილურ განვითარებას. „ამ ცვლილებებით კონსტიტუცია, რომელიც ყველა ხელისუფლებას თავისთვის უნდოდა, უბრუნდება ხალხს, უბრუნდება საზოგადოებას"-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა. არჩილ თალაკვაძემ მოკლედ ჩამოაყალიბა არგუმენტები, არტომ არის აუცილებელი საკონსტიტუციო რეფორმა.

საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტის განხილვაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრები, კონსტიტუციონალისტები, ასევე პარლამენტის წევრები მამუკა მდინარაძე, ნინო გოგუაძე, ნინო წილოსანი და თემურ ჭკუასელი.
შეხვედრაზე დისკუსია გაიმართა. კომისიის წევრებმა საზოგადოების მრავალრიცხოვან შეკითხვებს უპასუხეს.