იმ ქვეყნების უმეტესობაში, სადაც პრეზიდენტებს საპარლამენტო მმართველობაში პირდაპირი წესით ირჩევენ, სისტემური პრობლემები ჩნდება, რაც მხედველობაშია მისაღები

იმ ქვეყნების უმეტესობაში, სადაც პრეზიდენტებს საპარლამენტო მმართველობაში პირდაპირი წესით ირჩევენ, სისტემური პრობლემები ჩნდება, რაც მხედველობაშია მისაღები

იმ ქვეყნების უმეტესობაში, სადაც პრეზიდენტებს საპარლამენტო მმართველობაში პირდაპირი წესით ირჩევენ, სისტემური სახის პრობლემები ჩნდება, რაც მხედველობაშია მისაღები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჩოხატაურში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ განხილვის მონაწილეებს განუმარტა, საპარლამენტო მმართველობის მოდელში პოლიტიკა განისაზღვრება პარლამენტის მიერ, ხოლო ქვეყნის მართვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ. რაც შეეხება პრეზიდენტს, კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ სისტემაში პრეზიდენტი ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებელი არ არის.

”იმ პირობებში, როცა ამ სისტემაში პრეზიდენტს პირდაპირი წესით ირჩევ, ჩნდება ძალიან დიდი დისპროპორცია და დისბალანსი პრეზიდენტის ლეგიტიმაციასა და უფლებამოსილებებს შორის, რაც პრობლემებს პრაქტიკაშიც აჩენს. ეს ქართულმა გამოცდილებამ დაადასტურა და ამას ადასტურებს ევროპული გამოცდილებაც. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რომ გადავხედოთ, იქ, სადაც პრეზიდენტებს არაპირდაპირი წესით ირჩევენ, ამ კუთხით სისტემური პრობლემები არასდროს წარმოშობილა. სადაც საპარლამენტო მმართველობაში პრეზიდენტებს პირდაპირი წესით ირჩევენ, უმეტეს შემთხვევში, სისტემური სახის პრობლემები გაჩნდა. ეს პრობლემა არის მთავრობასა და პრეზიდენტს შორის კომპეტენციების აღრევა, მუდმივი დავა კომპეტენციებთან დაკავშირებით. ასევე ჩნდება პრობლემა სხვა კუთხითაც - მაგალითად, ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ოდიოზური ფიგურების არჩევა ან თითქმის არჩევა პრეზიდენტის თანამდებობაზე, რაც, სამწუხაროდ, ბოლო დროის გავრცელებული პრაქტიკაა. მაგალითად, ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყანაში პრეზიდენტად კინაღამ ნეონაცისტი პოლიტიკოსი აირჩიეს - ამ კანდიდატმა ხმების 46% აიღო. გარდა ამისა, ევროკავშირის სხვა ქვეყნებში პრეზიდენტებად აირჩიეს ადამიანები, რომლებიც არაპროდასავლური განწყობით გამოირჩევიან - პარლამენტი, მთავრობა არის პროდასავლური, მაგრამ პრეზიდენტად აირჩიეს კაცი, რომელიც ემხრობა მეტ კავშირს აღმოსავლეთის ერთ-ერთ ქვეყანასთან. აღარ გადავალ უახლოეს სამეზობლოზე...”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.