კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვა ჩოხატაურის კულტურის სახლში მიმდინარეობს

კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვა ჩოხატაურის კულტურის სახლში მიმდინარეობს

ჩოხატაურის კულტურის სახლში კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვა მიმდინარეობს.

საკონტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საზოგადოებას კონსტიტუციის პროექტის ძირითად მიმართულებას აცნობს, რის შემდეგაც დამსწრე საზოგადოებას შეკითხვებისა და მოსაზრებების დაფიქსირების საშუალება ექნება.

განხილვას ესწრებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თამარ ჩუგოშვილი, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე და სხვები, ასევე, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ირაკლო აბესაძე და ზურაბ ჭიაბერაშვილი, კონსტიტუციონალისტები თენგიზ შარმანაშვილი და ვახუშტი მენაბდე.

საყოველთაო განხილვები უკვე გაიმართა ქუთაისსა და ამბროლაურში, ხვალ კი ბათუმში ჩატარდება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც დაესწრება.