რეალურად არ ხდება განხილვები და მობილიზებულია ძირითადად „ქართული ოცნების“ გულშემატკივარი

რეალურად არ ხდება განხილვები და მობილიზებულია ძირითადად „ქართული ოცნების“ გულშემატკივარი

კარგად ვხედავთ, რომ რეალურად არ ხდება განხილვები და მობილიზებულია ძირითადად „ქართული ოცნების“ გულშემატკივარი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჩოხატაურში, საყოველთაო განხილვის დაწყებამდე „ევროპულის საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ განუცხადა. 

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან უსამართლო საარჩევნო სისტემის შეთავაზება და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმება არის საკითხები, რასთან დაკავშირებითაც უნდა ვისმენდეთ მოსახლეობის აზრს. 

"თუმცა, კარგად ვხედავთ, რომ რეალურად არ ხდება განხილვები და მობილიზებულია ძირითადად „ქართული ოცნების“ გულშემატკივარი. „ევროპული საქართველო“ აგრძელებს ხელმოწერების შეგროვებას, რათა დაინიშნოს პლებისციტი და რეალურად მოხდეს ხალხის აზრის გათვალისწინება", - განაცხადა აბესაძემ.