„ფემენის“ წევრებმა ეკლესიაზე ბანერი გამოფინეს, წარწერით „მარინ ხელისუფლებაში, ხოლო მარიანა სასოწარკვეთილებაში“

„ფემენის“ წევრებმა ეკლესიაზე ბანერი გამოფინეს, წარწერით „მარინ ხელისუფლებაში, ხოლო მარიანა სასოწარკვეთილებაში“

საფრანგეთის ქალაქ ენენ-ბომონში, სადაც „ეროვნული ფრონტის“ ლიდერმა და საპრეზიდენტო კანდიდატმა მარინ ლე პენმა საკუთარი არჩევანი უნდა გააკეთოს, ორგანიზაცია „ფემენის“ წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

როგორც ფრანგული Le Figaro იუწყება, „ფემენის“ წევრებმა ეკლესიაზე ბანერი გამოფინეს, წარწერით „მარინ ხელისუფლებაში, ხოლო მარიანა სასოწარკვეთილებაში“.

მარიანა საფრანგეთის ეროვნული სიმბოლოა, აგრეთვე ფრანგული რესპუბლიკის მეტსახელი 1792 წლიდან. გამოსახულია როგორც ქალი, რომელსაც ფრიგიული ჩაჩი ახურავს. იგი გამოხატავს ფრანგულ ეროვნულ დევიზს ”თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა”. 

საპროტესტო აქციაში ხუთმა ქალმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც პოლიციამ დააკავა. 

დღეს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, რომელშიც ერთმანეთს ემანუელ მაკრონი და მარინ ლე პენი უპირისპირდებიან.