მინდა მოგილოცოთ ყველას, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესი და უპრეცედენტო გადაწყვეტილების მიღება - აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო აქტს, რომელშიც პირველად დაფიქსირდა საქართველოს ოკუპაციის შესახებ ჩანაწერი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის შეფასებით, ეს არის კიდევ ერთი დადასტურება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, რომ აშშ-ი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და სრულ ნდობას უცხადებს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პროცესებს.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო აქტს, რომლითაც პირველად მოხდა აშშ-ს კანონით საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების, რუსეთის მიერ ოკუპირებულად აღიარება.