რუსეთი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჟენევის ფორმატი არაეფექტური ყოფილიყო

რუსეთი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჟენევის ფორმატი არაეფექტური ყოფილიყო

რუსეთი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჟენევის ფორმატი არაეფექტური ყოფილიყო, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაცია სერიოზულად დაფიქრდება გაგრძელდეს თუ არა ჟენევის შეხვედრები არსებულ ფორმატში. 

როგორც თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რუსეთის პოზიციები სრულიად აცილებულია საერთაშორისო ორგანიზაციების და ზოგადად დასავლური სამყაროს მოსაზრებებს.

”რუსეთი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჟენევის ფორმატი არაეფექტური ყოფილიყო და რეალური შედეგების მიღება ამ ფორმატით არ ყოფილიყო შესაძლებელი. ეს გადაწყვეტილებაც ადასტურებს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ რუსეთის პოზიციები სრულიად აცილებულია საერთაშორისო ორგანიზაციების და ზოგადად დასავლური სამყაროს მოსაზრებებს”, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. 

რუსეთი ევროპის მინისტრთა კომიტეტის საბჭოს მიერ ხუთშაბათს მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოსთან დაკავშირებით ტენდენციურს უწოდებს და აცხადებს, რომ აუცილებელია სერიოზულად დაფიქრება, გაგრძელდეს თუ არა ჟენევის შეხვედრები არსებულ ფორმატში.