ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრვალესობის შეთავაზება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშრებით საყოველთაო-საჯარო განხილვაში ჩართვაზე უშუალოდ პრეზიდენტს ეკუთვნის.
როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტის ადმინისტრაციას შესაძლებლობა ექნება სხდომებს ისედაც დაესწროს.
„ეს უკვე დეტალებია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ვერავინ დაუშლის, რომ დაესწრონ ამ შეხვედრებს. შეთავაზება ეკუთვნის საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ესაუბროს ხალხს კონსტიტუციაზე,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.