უახლოეს მომავალში ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა არ იგეგმება

უახლოეს მომავალში ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა არ იგეგმება

უახლოეს მომავალში რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა არ იგეგმება.

აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ჯერჯერობით არანაირი გეგმები არ არის რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრასთან დაკავშირებით. უახლოეს ორ თვეში ეს არ იგეგმება“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

სერგეი ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ რამდენიმე დღის წინ ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მისი თქმით, ეს „კარგი საუბარი“ იყო.