სამწუხაროდ, პრეზიდენტმა პარალელური პროცესები განავითარა. ეს მისაღები ნამდვილად არ იყო, თუმცა თუკი შემოთავაზებული წინადადებით, კონსტრუქციულობისკენ დგამს ნაბიჯს, ეს მისაღებია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტმა ის რესურსი არ გამოიყენა რაც კომისიაში მუშაობისთვის უნდა გამოეყენებინა.
,,სამწუხაროდ, პრეზიდენტმა პარალელური პროცესები განავითარა. ეს მისაღები ნამდვილად არ იყო, თუმცა თუკი შემოთავაზებული წინადადებით, კონსტრუციულობისკენ დგამს ნაბიჯს, თუნდაც საწინააღმდეგო აზრები ჰქონდეს, რასაკვირველია, ეს მისაღებია ქვეყნის პოლიტიკური განვითარებისთვის და დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ოპონენტებს თავისი აზრის წარმოდგენა ყოველგვარი აყალმაყალის, საპროტესტო გამოსვლებისა და პოლიტიკურად ანგაჟირებული შეძახილების გარეშე თავისუფლად შეეძლოთ. პრეზიდენტმა ის რესურსი არ გამოიყენა, რაც თავის დროზე კომისიაში მუშაობისთვის უნდა გამოეყენებინა. მან აბსოლუტურად ანტაგონისტური ხაზი განავითარა და რატომღაც პარლამენტთან დაპირისპირებული იყო, რისი არათუ აუცილებლობა არ იყო, პირიქით, ეს პროცესისთვის დამაზიანებელიც იყო. თუკი ამ პროცესის შემობრუნებას თუნდაც საწინააღმდეგო მოსაზრებებით ფიქრობს და გეგმავს, ალბათ ამ მხრივ, პროცესში მისი ჩართულობა საინტერესო იქნება“, - განაცხადა ვოლსკიმ.