პარლამენტის ბიურომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო

პარლამენტის ბიურომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო

პარლამენტის ბიურომ საქართველოს პარლამენტის 108 წევრის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ" და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

ბიუროს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საკითხებზე წამყვან კომიტეტად იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განისაზღვრა, ხოლო სავალდებული დასკვნების წარმოდგენა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს დაევალა.

4-5 მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგში ორმოცდაათამდე კენჭსაყრელი და სამოცზე მეტი განსახილველი საკითხია შეტანილი.