პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თუ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში ჩაერთვება, კარგია“, - განაცხადა ,,ევროპული საქართველოს" წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
მისი თქმით, ,,ევროპული საქართველოსთვის“ პლებისციტის ჩატარება უფრო პრიორიტეტულია, რათა ხალხმა გადაწყვიტოს, როგორი ცვლილებები ჭირდებათ კონსტიტუციაში.
,,ყველა ფორმატში მივიღებთ მონაწილეობას, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის კომისია გამართავს. ამ პროცესში ჩავერთვებით, რათა "ქართული ოცნება" მარტო არ დარჩეს და საზოგადოებას დავანახოთ, რომ ამ ცვლილებებს არავინ არ იწონებს. რაც შეეხება ამ პროცესში პრეზიდენტის მონაწილეობას, ამ ფორმატში რაც უფრო მეტი სახელმწიფო ინსტიტუტი ჩაერთვება, მით უფრო ნათელი გახდება, რომ ხალხისთვის ის საკონსტიტუციო ცვლილებები მიუღებელია, რაც "ქართულმა ოცნებამ" მოამზადა.
ჩვენ საკონსტიტუციო კომისია იმ მომენტში დავტოვეთ, როცა "ქართულ ოცნებას" სურდა, რომ კენჭისყრაში ჩვენი მონაწილეობა ისე წარმოეჩინა, თითქოს, დოკუმენტი მიღებულია საერთო პოლიტიკური კონსესუსით. უნდა მივეჩვიეთ იმას, რომ განსხვავებული პოლიტიკური ხედვების ადამიანები აუდიტორიას საკუთარ მოსაზრებებს წარუდგენდნენ და გადაწყვეტილება ხალხმა მიიღოს", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
პრეზიდენტი მზადაა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვაში ჩაერთოს, რასთან დაკავშირებითაც პარლამენტისგან კონკრეტულ შეთავაზებას ელოდება. საპარლამენტო უმრავლესობა შეთავაზებას დღეს გაახმოვანებს, რა ფორმით ჩაერთვება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიაში პრეზიდენტის ადმინისტრაცია.