პარლამენტმა კონსტიტუციის საყოველთაო სახალხო განხილვების საორგანიზაციო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა კონსტიტუციის საყოველთაო სახალხო განხილვების საორგანიზაციო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა კონსტიტუციის საყოველთაო სახალხო განხილვების საორგანიზაციო კომისიის შექმნას 80 მომხრით, ერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.

კომისია ცხრა წევრით დაკომპლექტდება, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. კომისიაში წარმოდგენილი იქნება ოპოზიციის სამი წარმომადგენელი, ორი ექსპერტი და ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

კომისია პირველ შეხვედრას 5 მაისს ქუთაისში გამართავს.