ისე არ უნდა გავიგოთ, რომ შეხვედრებში მხოლოდ ის პირები მიიღებენ მონაწილეობას, ვინც საოგანიზაციო კომისიის შემადგენლობაში არიან

ისე არ უნდა გავიგოთ, რომ შეხვედრებში მხოლოდ ის პირები მიიღებენ მონაწილეობას, ვინც საოგანიზაციო კომისიის შემადგენლობაში არიან

ისინი, ვინც საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრები არ არიან, არ ნიშნავს, რომ დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განუცხადა.

”საორგანიზაციო კომისიის ფუნქცია იქნება შეხვედრების დაგეგმვა და იმავდროულად განსაზღვრა, თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას შეხვედრებში. ისე არ უნდა გავიგოთ, რომ შეხვედრებში მხოლოდ ის პირები მიიღებენ მონაწილეობას, ვინც საოგანიზაციო კომისიის შემადგენლობაში არიან“, - აცხადებს კახიანი.

დეპუტატი თავს იკავებს დაკონკრეტებისგან, მიეცემათ თუ არა საორგანიზაციო კომისიის ფარგლებში, მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა პრეზიდენტის ადმინისტრაციას და ასევე, არასაპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგელებს. კახიანის ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით მმართველი გუნდი განცხადებას ხვალ გააკეთებს.

პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას პარლამენტი განსაზღვრავს.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს პარლამენტს დადგენილების პროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვით, საორგანიზაციო კომისიას თავად ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. კომისიის შემადგენლობაში არიან დეპუტატები: თამარ ჩუგოშვილი, ირმა ინაშვილი, სერგი კაპანაძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი. კომისიაში შედიან ექსპერტები ვასილ გონაშვილი და თენგიზ შარმანაშვილი და ასევე, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენელი ეკა გიგაური. საორგანიზაციო კომიისიის კიდევ ერთი წევრია - თორნიკე ჭეიშვილი.