მერობის კანდიდატურაზე საუბარი ნაადრევია

მერობის კანდიდატურაზე საუბარი ნაადრევია

თბილისის მერობის კანდიდატურაზე საუბარი ნაადრევია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს იმ კითხვის პასუხად განუცხადა, თუ ვინ იქნება ”ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი და იქნება თუ არა კახა კალაძის კანდიდატურა წარდგენილი.

კვირიკაშვილის თქმით, საკითხი ჯერ პარტიის სხდომაზე უნდა განიხილონ, გადაწყვეტილება კი ამ განხილვის შემდეგ გასაჯაროვდება.

”მე მგონი ნაადრევია ეს შეკითხვა. პარტიის ფორმატში ეს საკითხები არ არის ჯერ განხილული და როდესაც დრო იქნება, იმ მომენტისთვის გამოვიტანთ და იქნება ცნობილი”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება.