ნინო გვენეტაძე არის სასამართლოს სამარცხვინო თავმჯდომარე - შეგიძლიათ ევა გოცირიძის ინიცირებული რეგულაციების გამოყენება ჩემით დაიწყოთ

ნინო გვენეტაძე არის სასამართლოს სამარცხვინო თავმჯდომარე - შეგიძლიათ ევა გოცირიძის ინიცირებული რეგულაციების გამოყენება ჩემით დაიწყოთ

ახალი რეგულაციების გამოყენება, რომელიც ევა გოცირიძის მიერ არის ინიცირებული, შეგიძლიათ ჩემით დაიწყოთ და ჩემზე გამოიყენოთ, - ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა უმრავლესობის დეპუტატებს მას შემდეგ, რაც გოგორიშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს სამარცხვინო, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს არაფრის მაქნისი და უნიათო უწოდა.

ხათუნა გოგორიშვილმა სასამართლო ხელისუფლება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ რაც არ უნდა ბევრი ისაუბროს ხელისუფლებამ სასამართლოს რეფორმირების ტალღებზე, ”ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის 5 წელი არის საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ყველა შტოს მოშლისა და დისკრედიტაციის 5 წელი.

”საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ძირითადად დროს ანდომებს მივლინებებეში სიარულს, ხოლო როცა საქართველოშია, მაღალფასიანი ავტომობილების შერჩევით არის დაკავებული და უბრალოდ არ რჩება დრო სხდომებისა და საქმეების განხილვისთვის.

დღევანდელი უზენაესი სასამართლო და მისი თავმჯდომარე, ქალბატონი გვენეტაძე არის ყველაზე სამარცხვინო თავმჯდომარე, რაც კი ჰყოლია ოდესმე რომელიმე სასამართლოს საქართველოში. დიახ, იმიტომ, რომ მისი ძირითადი საქმიანობა არის მუქარა კონკრეტულ მოსამართლეებზე, რათა მათ ისეთი გადაწყვეტილება მიიღონ, როგორიც დღევანდელ ხელისუფლებას უნდა და ის მხოლოდ ამით არის დაკავებული...

ჩემთვის მიუღებელი იყო ის გამოსვლები, რომ თურმე ცენზურის დაწესებაზე უნდა ვიმსჯელოთ. ის, რომ ევა გოცირიძე ცდილობს თავი დაიმკვიდროს, როგორც გამორჩეულმა აქტივისტმა, ეს გასაგებია, მაგრამ გასაკვირია, როდესაც პარლამენტარები ცდილობენ ამას,” - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.