სოჭში რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო

სოჭში რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო

სოჭში რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო. „კარგია, რომ ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, სამუშაო რეჟიმში შევხვდეთ და დაველაპარაკოთ ერთმანეთს ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო დღის წესრიგის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის ისეთ მწვავე საკითხზე როგორიც არის სირიის კონფლიქტი“, - განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ „ის ნაბიჯები, რომელსაც თურქეთი და რუსეთი ერთად გადადგამენ, მთლიანად რეგიონის ბედს შეცვლიან“.

დღეს, ქალაქ სოჭში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის შეხვედრა იმართება.

ეს რიგით მეხუთე შეხვედრაა ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის, რაც რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზება მოხდა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეები განიხილავენ ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე რეგიონალური და საერთაშორისო დღის წესრიგის საკითხებს, განსაკუთრებით სირიის კონფლიქტს.

ვლადიმერ პუტინსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის ბოლო შეხვედრა 10 მარტს, კრემლში გაიმართა.