მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვებში ჩართვის თაობაზე პრეზიდენტისადმი კონკრეტულ შეთავაზებას ხვალ გაახმოვანებს

მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვებში ჩართვის თაობაზე პრეზიდენტისადმი კონკრეტულ შეთავაზებას ხვალ გაახმოვანებს

საორგანიზაციო კომისია ხვალ გაახმოვანებს კონკრეტულ შეთავაზებას პრეზიდენტის მიმართ საყოველთაო-სახალხო განხილვაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ფრაქცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კარგია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან საკითხის ბუნდოვანება ნაწილობრივ მოიხსნა და ისინი უმრავლესობას და საორგანიზაციო კომისიის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

”ამასთან დაკავშირებით გვექნება შიდა კონსულტაციები უმრავლესობაში და ამ საკითხს ასევე განიხილავს საორგანიზაციო კომისია, რომელიც ხვალ შეუდგება მუშაობას. შესაბამისად, საორგანიზაციო კომისია ხვალვე გაახმოვანებს კონკრეტულ შეთავაზებას პრეზიდენტის მიმართ საყოველთაო-სახალხო განხილვაში მონაწილეობასთან დაკავშირებით”, - განაცხადა მდინარაძემ.

პრეზიდენტი მზადაა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვაში ჩაერთოს, რასთან დაკავშირებითაც პარლამენტისგან კონკრეტულ შეთავაზებას ელოდება.