საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით თქვენ იტყუებით - არ შეიძლება ამ გზით პოლიტიკაში სიარული

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით თქვენ იტყუებით - არ შეიძლება ამ გზით პოლიტიკაში სიარული

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით თქვენ იტყუებით - არ შეიძლება ამ გზით პოლიტიკაში სიარული, - აღნიშნული განცხადებით საპარლამენტო უმცირესობის წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძემ მიმართა.

”თქვენ ამ გზით დაიწყეთ პოლიტიკაში სიარული და ნუ გააგრძელებთ ამ გზით სიარულს, რადგან ეს არ ივარგებს პოლიტიკური სისტემისათვის. თქვენ პოზიტიური წვლილი უნდა შეიტანოთ პოლიტიკური სისტემის განვითარებისათვის. ამ გზით ვერ შეიტანთ”, - მიმართა ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოთხშაბათის ტრადიციული განცხადებები კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებით შეთავაზებული საარჩევნო სისტემის კრიტიკით დაიწყო. ოპოზიციის შეფასებით, კონსტიტუციის პროექტით წარდგენილი სისტემა მუსოლინის სისტემის მსგავსია.