ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ნატო-ს სამხედრო კოლონაზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ იუწყება.
დღეს, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, აფეთქების შედეგად, სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა, ხოლო 25 დაშავდა.
როგორც სააგენტო „როიტერსი“ იუწყება, თვითმკვლელმა ტერორისტმა ნატო-ს სამხედრო კოლონის ახლოს თავი აიფეთქა.
აღსანიშნავია, რომ ინციდენტის ადგილთან აშშ-ის საელჩო და ნატო-ს მისიის Resolute Support-ის შტაბი მდებარეობს.
ავღანური სააგენტო Pajhwok-ის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები და სამხედროები არ არიან.