ადვოკატი ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენის გასაჩივრებაზე გადაწყვეტილებას მისი დაცვის ქვეშ მყოფთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვეტს

ადვოკატი ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენის გასაჩივრებაზე გადაწყვეტილებას მისი დაცვის ქვეშ მყოფთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვეტს

მისი დაცვის ქვეშ მყოფთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვეტს ზურაბ ადეიშვილის ადვოკატი იუსტიციის ყოფილი მინისტრის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელი განაჩენის გასაჩივრებაზე გადაწყვეტილებას მისი დაცვის ქვეშ მყოფთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვეტს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის ყოფილი მინისტრის ადვოკატმა დავით კაკოიშვილმა განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, დაცვის მხარეს შეუძლია არ გაასაჩივროს სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება იქამდე, ვიდრე ზურაბ ადეიშვილს საქართველოში დაბრუნების საშუალება არ ექნება. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას ის მას შემდეგ მიღებს, რაც ზურაბ ადეიშვილთან კონსულტაციებს გაივლის. ადვოკატის შეფასებით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

„არც ერთი მტკიცებულება არ იყო წარმოდგენილი სასამართლოში, რომელიც ზურაბ ადეიშვილის დანაშაულს დაამტკიცებდა. თუნდაც ავიღოთ ერთი მოწმე, ყოფილი პროკურორი, რომელზეც სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაიწყო, ანუ პროკურატურამ განრიდების უფლება გამოიყენა, მანაც კი სასამართლოში ზურაბ ადეიშვილის სასარგებლო ჩვენება მისცა და განაცხადა, რომ აკურის ღვინის ქარხნის გადაფორმებასთან ადეიშვილს არავითარი შემხებლობა არ ჰქონდა. სასამართლოს გადაწყვეტილება არის ისეთი, როგორიც იყო მოსალოდნელი და რითიც არის დაკავებული სასამართლო ბოლო წლებია, კერძოდ, პოლიტიკური დაკვეთების შესრულებით“, - განაცხადა ადვოკატმა.

აკურის ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმეზე სასამართლომ ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო. მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილებით, იუსტიციის ყოფილ მინისტრს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თუმცა „ამინისტიის შესახებ“ კანონის თანახმად, მას სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

რაც შეეხება შს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს, მოსამართლემ მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, თუმცა „ამნისტიის შესახებ“ კანონით, სასჯელის ვადა მასაც შეუმცირდა და საბოლოოდ 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.