კომისიაში, რომელსაც პარლამენტი ქმნის და რომელსაც საყოველთაო განხილვის კომისია ჰქვია, მონაწილეობას არ მივიღებთ

კომისიაში, რომელსაც პარლამენტი ქმნის და რომელსაც საყოველთაო განხილვის კომისია ჰქვია, მონაწილეობას არ მივიღებთ

,,იმ კომისიაში, რომელსაც პარლამენტი ქმნის და რომელსაც საყოველთაო განხილვის კომისია ჰქვია, ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ”, - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძროაბის“ წევრმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთა საუბრისას გაგანცხადა.

მისი თქმით, კომისია რომელიც პარლამენტში უნდა შიექმნას, ფორმალურია

,,იმ კომისიაში, რომელსაც პარლამენტი ქმნის და რომელსაც საყოველთაო განხილვის კომისია ჰქვია, ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ. ეს არის აბსოლუტურად ფორმალური კომისია. ხელისუფლებას უნდა, რომ ფასადად გამოგვიყენონ და ილუზია შექმნან, თითქოსდა მთელი ქვეყანა საპარლამენტო უმრვალესობასთან ერთად კონსტიტუციას იხილავს. თითქოსდა საზოგადოებას უნდა შევუქმნათ ილუზია, რომ ჰარმონიულად ვთანამშრომლობთ უმრავლესობასთან და ეს კონსტიტუცია თითქოსდა ჩვენთვის მისაღები არის.

ვფიქრობთ, რომ საჭირო არის სახალხო განხილვა, რომელშიც ყველა პარტია მიიღებს მონაწილეობას, გარდა ერთისა. ჩვენ დაველაპარაკებით ხალხს და ვეტყვით, რომ ეს კონსტიტუცია არის მათთვის საზიანო“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.