,,ევროპული საქართველო” საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო განხილვებში ჩაერთვება

,,ევროპული საქართველო” საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო განხილვებში ჩაერთვება

,,ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო რატიანის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო განხილვებში ,,ევროპული საქართველოც” ჩაერთვება.

როგორც რატიანმა განაცხადა, საყოველთაო განხილვის გარდა ,,ევროპული საქართველო“ პლებისციტის ჩატარებასაც მოითხოვს.

,,უნდა მივიღოთ ისეთი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს უახლოეს ისტორიას და ჩვენს ბედს. აუცილებელია დავეკითხოთ ხალხს და საყოველთაო სახალხო გამოკითხვა მოვაწყოთ. რასაკვირველია ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ტრიბუნა, სადაც ადამიანებს დაველაპარაკებით. ჩავერთვებით ასევე საყოველთაო განხილვებში, ამიტომ კარდაკარ მოვივლით თითოეულ ოჯახს და ვკითხავთ ხალხს, რა მიაჩნიათ სწორად. რაც შეეხება პლებისციტს, მისი ჩატარება საზოგადოებრივი ზეწოლით შესაძლებელია“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია პარლამენტში სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას შეიქმნება.