კონგრესმენების განცხადებაში ყველა მნიშვნელოვანი საკითხია ნახსენები, მათ შორის ისიც, რაც ჩვენი ხელისუფლების პასიურობის გამო, გაჩერებული იყო

კონგრესმენების განცხადებაში ყველა მნიშვნელოვანი საკითხია ნახსენები, მათ შორის ისიც, რაც ჩვენი ხელისუფლების პასიურობის გამო, გაჩერებული იყო

ამერიკელი კონგრესმენების მიერ გაკეთებული განცხადება არის საქართველოს მხარდამჭერი, - ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, განცხადებაში, რომელიც კონგრესმენებმა გაავრცელეს, ყველა საკითხზეა ყურადღება გამახვილებული.

,,ამერიკელი კონგრესმენების განცხადება ეს არის ქვეყნის მხარდაჭერა ამერიკა- საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავის აღსანიშნავად. განცხადებაში ყველა მნიშვნელოვანი საკითხია ნახსენები, მათ შორის ისიც, რაც ჩვენი ხელისუფლების პასიურობის გამო იყო გაჩერებული, მაგალითად, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აშშ-თან. ეს არის ჩვენი მეგობრების მხარდამჭერი წერილი. იმედი გვაქვს, რომ მთავრობა ახლა მაინც გაითვალისწინებს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის კუთხით’’ , - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა და ორ ქვეყანას შორის მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის აღსანიშნავად,საქართველოს მხარდამჭერი წერილით პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიმართა. საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების ტედ პოსა (რესპუბლიკელი-ტეხასის შტატი) და ჯერალდ კონოლის (დემოკრატი-ვირჯინიის შტატი) მიერ ინიცირებული წერილი წარმოადგენს საქართველოსადმი აშშ-ის ორპარტიული ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთ მკაფიო მაგალითს, რომელსაც ხელს აწერენ როგორც აშშ-ის რესპუბლიკელი, ასევე დემოკრატი კონგრესმენები.