იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს. ამ წუთებში გასაუბრების ეტაპს გადის თბილისის საქალაქო სასამართლოს წინასასამართლო საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე რევაზ ნადარაია, რომელიც ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია.
ნადარაია საბჭოს წევრად 8 აპრილს აირჩიეს. მას განაცხადი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნაზე აქვს შეტანილი.
როგორც ნადარაიამ აღნიშნა, მას საქალაქო სასამართლოში მოსამართლეობის ვადა არ ეწურება, თუმცა ამის მიუხედავად, გადაწყვიტა, რომ მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში მიეღო მონაწილეობა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს 16 კანდიდატს გაესაუბრება. მათ შორის იქნება გიორგი ჩემია, რომელიც გირგვლიანის საქმის მოსამართლე იყო. მან გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსნებს გირგვლიანის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.