პრეზიდენტის სურვილია, იყოს საზოგადოებრივი ჩართულობა, რათა კონსტიტუციაში აისახოს არა ერთი პარტიის, არამედ ქართველი ხალხის ნება და სურვილი

პრეზიდენტის სურვილია, იყოს საზოგადოებრივი ჩართულობა, რათა კონსტიტუციაში აისახოს არა ერთი პარტიის, არამედ ქართველი ხალხის ნება და სურვილი

საქართველოს პრეზიდენტს აქვს სურვილი, იყოს ბევრი საზოგადოებრივი ჩართულობა, რათა კონსტიტუციაში აისახოს არა ერთი პარტიის, არამედ ქართველი ხალხის ნება და სურვილი, - ამის შესახებ პრეზიდენტისა და კამპანია "დაიცავი კონსტიტუციას" შორის გამართული შეხვედრის შემდეგ მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერმა ნიკოლოზ მაჭუტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო. "დღეს ვისაუბრეთ იმ საფრთხეებზე, რასაც ქმნის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების უზურპატორული რედაქცია კონსტიტუციის. კონკრეტული შიშები გამოითქვა ამასთან დაკავშირებით. საქართველოს პრეზიდენტს აქვს სურვილი, იყოს ბევრი საზოგადოებრივი ჩართულობა, რათა კონსტიტუციაში აისახოს არა ერთი პარტიის, არამედ ქართველი ხალხის ნება და სურვილი", - განაცხადა მაჭუტაძემ.