ძალიან მინდა, მივაღწიოთ სანქციების მოხსნას მინსკის შეთანხმების შესრულების შემდეგ

ძალიან მინდა, მივაღწიოთ სანქციების მოხსნას მინსკის შეთანხმების შესრულების შემდეგ

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთის ლიდერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს.

მერკელმა მადლობა გადაუხადა ვლადიმერ პუტინს იმისთვის, რომ „რუსეთი კონსტრუქციული პარტნიორია „დიდი ოცეულის“ გამართვის საკითხში, რომელიც ჰამბურგშია დაგეგმილი“.

დღესვე გერმანიის კანცლერმა მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთისთვის სანქციების მოხსნის თემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ სანქციების მოხსნას ვარაუდობს, ოღონდ უკრაინასთან დაკავშირებულ მინსკის შეთანხმებების შესრულების შემდეგ. „ძალიან მინდა, მივაღწიოთ იმას, რომ მოიხსნას სანქციები მინსკის შეთანხმების შესრულების შემდეგ“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.