საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, პარლამენტის ადგილმდებარეობა რეგლამენტით განისაზღვრება და ის ქუთაისში იქნება.
როგორც ნარჩემაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის მომხრეა, რომ პარლამენტი ქუთაისში დარჩეს.
,,მე მომხრე ვარ, რომ პარლამენტი იყოს ქუთაისში. ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით ცნობილია. პრინციპში, პარლამენტი რჩება ქუთაისში. ახლა ვმუშაობთ კონსტიტუციის პროექტზე თუ როგორ უნდა დარეგულირდეს ეს საკითხი. საბოლოოდ კი, ადგილმდებარეობა რეგლამენტით განისაზღვრება. მე მომხრე ვარ, რომ კონსტიტუციაში იყოს ეს ყველაფერი ჩაწერილი”, - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.