დროთა განმავლობაში ქუთაისში მხოლოდ პარლამენტის შენობა დარჩება, პოლიტიკური ცენტრი ქუთაისში უნდა იყოს

დროთა განმავლობაში ქუთაისში მხოლოდ პარლამენტის შენობა დარჩება, პოლიტიკური ცენტრი ქუთაისში უნდა იყოს

,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, კონსტიტუციის ახალ პროექტში პარლამენტის ადგილმდებარეობის განსაზღვრებიდან ქუთაისის ამოღება იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ცდილობს პარლამენტი თბილისში გადაიტანოს. როგორც მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პოლიტიკურ ცენტრად ქუთაისი უნდა დარჩეს.

,,ყველაფერი მიანიშნებს იმას, რომ ხელისუფლება ცდილობს პარლამენტი თბილისში გადაიტანოს. კონსტიტუციის ახალი პროექტიდან ამოღებულია ქუთაისი, როგორც საპარლამენტო ქალაქი. ეს გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლება ცდილობს რეგლამენტით დაარეგულიროს ეს საკითხი. დროთა განმავლობაში მხოლოდ პარლამენტის შენობა დარჩება ამ ქალაქში. ვფიქრობ, რომ პოლიტიკური ცენტრი უნდა იყოს ქუთაისში“, - განაცხადა ნიკა მელიამ.