დღეს „ქართული ოცნების“ გორის რაიონულ ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, სადაც ჟურნალისტებს ოფისის გაძარცვის ფაქტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ.
მაია ფანჯიკიძის განცხადებით, დაუდგენელმა პირებმა შენობაში სავარაუდოდ, მინის ჩამსხვრევის შედეგად შეაღწიეს და ოფისიდან გაიტანეს კომპიუტერები და დოკუმენტაცია.
„ქართული ოცნების“ წევრი ზურაბ აბაშიძე სამართალდამცავებს სათანადო რეგირებისკენ მოუწოდებს და მომხდარის დაუყონებლივ გამოძიებას მოითხოვს.
ოფისის ხელმძღვანელი თამაზ შიოშვილი კი მიიჩნევს, რომ ძარცვა პოლიტიკური ანგარიშსწორების ხასიათს ატარებს და მიზნად კოალიციის მხარდამჭერების დაშინებას ისახავს.