ბათუმში „ქართული ოცნების“ ოფისი გაიხსნა (VIDEO)

ბათუმში „ქართული ოცნების“ ოფისი გაიხსნა (VIDEO)

ბათუმში კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისი გაიხსნა. პრეზენტაციაზე კოალიციის ლიდერები მანანა კობახიძე, სოზარ სუბარი და ზურაბ აბაშიძე იმყოფებოდნენ. 

მათ ადგილობრივ მოსახლეობას კოალიციის გეგმები გააცნეს. „ქართული ოცნების“ ბათუმის ოფისს ავთანდილ ბერიძე უხელმძღვანელებს. კოალიციის ოფისი ძველი ბათუმის ტერიტორიაზე, ფარნავაზ მეფის # 41-ში მდებარეობს.