საფრანგეთში არჩევნების უსაფრთხოებას 50 000 პოლიციელი და 7 000 სამხედრო იცავს

საფრანგეთში არჩევნების უსაფრთხოებას 50 000 პოლიციელი და 7 000 სამხედრო იცავს

საფრანგეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურის უსაფრთხოებას 50 000 პოლიციელი და 7 000 სამხედრო უზრუნველყოფს.

მას შემდეგ, რაც არჩევნების პირველ ტურამდე სამი დღით ადრე პარიზში, შანზ-ელიზეზე პოლიციელებზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რომლის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა, უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, მატიას ფეკლის განცხადებით, „ქვეყანაში ტერორისტული საფრთხე მაქსიმალურ დონეზეა“.

საფრნგეთში არჩევნები 66 546 უბანზე ტარდება. თითოეულ უბანზე მიმაგრებულია პრევენციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამმართველოს მობილური ჯგუფები.

საფრანგეთში დღეს რიგით მე-11 საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან (თბილისის დროით 10:00 საათიდან) საფრანგეთის 66 546 უბანზე ფრანგები მომავალ ლიდერს 11 კანდიდატს შორის აირჩევენ.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიხურება, ხოლო რიგ დიდ ქალაქებში - 20:00 საათზე.