საქართველოს უმეტეს რაიონში 24 აპრილს ძლიერი ქარია მოსალოდნელი

საქართველოს უმეტეს რაიონში 24 აპრილს ძლიერი ქარია მოსალოდნელი

საქართველოს უმეტეს რაიონში 24 აპრილს ძლიერი ქარია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, 23 აპრილს შავ ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. დღის მეორე ნახევარში სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება.

24 აპრილს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ძლიერი ქარი. შავი ზღვის სანაპიროზე, ასევე თბილისის გარეუბნებში ქარის სიჩქარე წამში 26-28 მეტრს მიაღწევს. მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია თოვლი და ქარბუქი.

24-25 აპრილს საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 10-16 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში, 24 აპრილს ღამის საათებში კვლავ გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, რომელიც 25 აპრილსაც შენარჩუნდება. შესაბამისად, 24-25 აპრილს დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 13-15 გრადუსია მოსალოდნელია.

საქართველოში 26 აპრილიდან გამოიდარებს.