ჩვენ უკვე გვაქვს კონსტიტუციის ახალი პროექტი, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია ქვეყნის გრძელვადიან, სტაბილურ განვითარებაზე

ჩვენ უკვე გვაქვს კონსტიტუციის ახალი პროექტი, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია ქვეყნის გრძელვადიან, სტაბილურ განვითარებაზე

ჩვენ უკვე გვაქვს კონსტიტუციის ახალი პროექტი, რომელიც არის მთლიანად ორიენტირებული ქვეყნის გრძელვადიან, სტაბილურ განვითარებაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საკონსტიტუციო კომისიის დასკვნითი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს და კომისიის წევრებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

„საკონსტიტუციო კომისიამ, წინასწარ განსაზღვრული ფორმატით, დათქმულ ვადებში დაასრულა მუშაობა. ძალიან მაღალი იყო ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციის, დამოუკიდებელი ექსპერტების და რა თქმა უნდა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების. კონსტიტუციის ახალ პროექტში ძალიან ნათლად არის გამოხატული თუ როგორ განვითარდება ჩვენი ქვეყანა მომდევნო პერიოდში. ასევე, გაცხადებულია ის ღირებულებები, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ, გაცხადებულია, თუ რას აკეთებს სახელმწიფო ადამიანებისთვის და რას ვაკეთებთ ჩვენ საზოგადოების და ქვეყნის განვითარებისთვის“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს კომისიის 43-მა წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 8.