43 მომხრე 8 წინააღმდეგი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ საქართველოს კონსტიტუციისგადასინჯვის პროექტს მხარი დაუჭირა

43 მომხრე 8 წინააღმდეგი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ საქართველოს კონსტიტუციისგადასინჯვის პროექტს მხარი დაუჭირა

„ჩვენ დღეს მხარი დავუჭირეთ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაშიდოკუმენტს, რომლითაც ფუნდამენტურად იცვლება მმართველობის სისტემასთანდაკავშირებული რეგულაციები საქართველოს კონსტიტუციაში“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დასკვნითი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტს 43 ხმით, 8-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაშიპირველად ხდება, რომ ხელისუფლება საკუთრი ხელით იზღუდავს სუბიექტურგარანტიებს.

„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ცვლილებები  მმართველი გუნდისსუბიექტურ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ამ სულისკვეთებით არისჩამოყალიბებული დოკუმენტი.  პარლამენტის მხრიდან ჩვენს წინაშე  დასახულიიყო ორი ამოცანა. პირველ რიგში ეს იყო კონსტიტუციის სრული შესაბამისობისუზრუნველყოფა კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან და ეს მიზანი არისზედმიწევნით მიღწეული. რაც შეეხება მეორე მიზანს, ეს იყო ძალიან მყარიკონსტიტუციური ფუნდამენტის შექმნა სტაბილური, პლურალისტური, დემოკრატიული საპარლამენტო მმართველობის სისტემის ფორმირებისათვის. მეორე მიზანიც ზედმიწევნით მიღწეულია. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ, პარლამენტში ამ დოკუმენტს მხარდაჭერაექნება“,-აღნიშნა  პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმ ცვლილებების დაახლოებით 70-80 პროცენტი,რომლებიც საქართველოს კონსტიტუციაში აისახა, ეკუთვნოდა სწორედექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და სხვადასხვა კონსტიტუციურორგანოებს.

„ასეთი  ჩართულობის და ინკლუზიურობის მასშტაბი სახელმწიფოსაკონსტიტუციო კომისიების მუშობის ჩვენს მოკლე ისტორიას არ ახსოვს. ფართოჩართულობის საფუძველზე ჩვენ შევიმუშავეთ ძალიან დახვეწილი დოკუმენტი,რომელიც შესაბამისობაშია კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან დარომელიც აყალიბებს ძალიან დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის მოდელს,რომელიც ეფუძნება ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საარჩევნო სისტემის დაგეგმილ ცვლილებასთან დაკავშირებით საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ  ხელისუფლებები ყოველთვისსაარჩევნო სისტემას  საკუთრი სუბიექტური ინტერესებისთვის ცვლიდნენ  დასაარჩევნო სისტემა არის სწორედ მთვარი ფუნდამენტური მიღწევა წარმოდგენილი ცვლილებების.

„ეს არის უპრეცედენტო მოვლენა. ჩვენ პირველად გადავდგით ნაბიჯიპროპორციული სისტემისკენ. ეს პროპორციული სისტემა საბოლოო ჯამშიუზრუნველყოფს იმას, რომ გამორიცხული იქნება ნებისმიერი ტიპის ავტოკრატიისჩამოყალიბება ქართულ რეალობაში გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენს მიერშემოთავაზებული საპარლამენტო  საარჩევნო სისტემა გამორიცხავს ყოველგვარჭარბ უმრავლესობას, მით უმეტეს საკონსტიტუციო უმრავლესობას. საარჩევნოსისტემა არის სწორედ მთვარი ფუნდამენტური მიღწევა იმ ცვლილებების, რომელიც  ჩვენს მიერ არის შემოთავაზებული“,-აღნიშნა  პარლამენტისთავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, დოკუმენტი ინიციატივის წესით საქართველოსპარლამანტში მომდევნო კვირის განმავლობაში შევა, არაუგვიანეს მომდევნოკვირის ხუთშაბათისა. ამის შემდეგ, პლენარულ სხდომაზე, პარლამენტმა უნდაჩამოაყალიბოს საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია და ამკომისიის ფორმირების შემდეგ დაიწყება შეხვედრები რეგიონებში.