საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, რომ კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემა მმართველი გუნდის სუბიექტური ინტერესების საზიანოდ იცვლება

საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, რომ კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემა მმართველი გუნდის სუბიექტური ინტერესების საზიანოდ იცვლება

საარჩევნო სისტემა არის სწორედ მთავარი ფუნდამენტური მიღწევა იმ საკონსტიტუციო ცვლილებების, რომლებიც შემოთავაზებულია ჩვენ მიერ, - ამის შესახებ პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დასკვნითი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელზეც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს კენჭი უყარეს.
როგორ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება ის, რომ კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემა მმართველი გუნდის სუბიექტური ინტერესების საზიანოდ იცვლება.
„რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, ჩვენ გვახსოვს, როგორი პრაქტიკა იყო წარსულში ჩამოყალიბებული. ხელისუფლებები ყოველთვის ცვლიდნენ საარჩევნო სისტემას საკუთარი სუბიექტური ინტერესებისთვის. საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება ის, რომ კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემა მმართველი გუნდის სუბიექტური ინტერესების საზიანოდ იცვლება. ეს არის უპრეცედენტო მოვლენა. ეს არის დადგენილი საქართველოს კონსტიტუციაში. ჩვენ პირველად გადავდგით ნაბიჯი პროპორციული სისტემისკენ და ეს პროპორციული სისტემა საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს იმას, რომ გამორიცხული იქნება ნებისმიერი ტიპის ავტოკრატიის ჩამოყალიბება ქართულ რეალობაში გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ მიერ შემოთავაზებული საპარლამენტო საარჩევნო სისტემა გამორიცხავს ყოველგვარ ჭარბ უმრავლეობას, მითუმეტეს საკონსტიტუციო უმრავლესობას. საარჩევნო სისტემა არის სწორედ მთავარი ფუნდამენტური მიღწევა იმ საკონსტიტუციო ცვლილებების, რომლებიც შემოთავაზებულია ჩვენ მიერ“, - განაცხადა კობახიძემ.