პრეზიდენტის მაღალი სტატუსი რჩება უცვლელი, ის არის სახელმწიფოს მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი

პრეზიდენტის მაღალი სტატუსი რჩება უცვლელი, ის არის სახელმწიფოს მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი

პრეზიდენტის მაღალი სტატუსი რჩება უცვლელი, ის არის სახელმწიფოს მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი და წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კომისიის დასკვნით სხდომაზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, 2010 წელს საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებისას ვენეციის კომისიის შენიშვნების დიდი ნაწილი სწორედ პრეზიდენტის ინსტიტუტს ეხებოდა.

კობახიძის თქმით, შემოთავაზების მიზანია იმ ხარვეზების გამოსწორება, რომელიც დაკავშირებულია საპარლამენტო სისტემის ფუნქციონირებასთან.

”ამ ყველაფერს ემსახურება პირველ რიგში პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის შემოღება. არის ძალიან დიდი დისპროპორცია ლეგიტიმაციასა და ფუნქციებს შორის, რაც ბუნებრივია პრობლემებს განაპირობებს და ამ პრობლემების მაგალითებს გვაძლევს ჩვენ სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკა”, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, რაც შეეხება პრეზიდენტის სტატუსს, პრეზიდენტის მაღალი სტატუსი რჩება უცვლელი, ის არის სახელმწიფოს მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი და წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში.

კობახიძის განმარტებით, პრეზიდენტის უფლებამოსილებები, რაც კონსტიტუციის შესაბამის თავშია წარმოდგენილი, არის პრაქტიკულად უცვლელი. 

მისივე თქმით, ცვლილებების და დაზუსტების მიზანი იყო მკაფიო ზღვრის გავლება აღმასრულებელ შტოსა და პრეზიდენტის უფლებამოსილებებს შორის, ”რაც სათანადოდ უზრუნველყოფილია შესაბამის დოკუმენტში”.