საერთო სურათი არის ის, რომ ჩვენ ვაყალიბებთ ძალიან მყარ, სტაბილურ, დემოკრატიულ, პლურალისტურ საპარლამენტო მმართველობის სისტემას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, სასტუმრო ”ჰოლიდეი ინნ”-ში განაცხადა, სადაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს კონსტიტუციაში ხორციელდება ფუნდამენტური ცვლილებები.
”რა თქმა უნდა, დეტალებიც მნიშვნელოვანია, მაგრამ მაინც მთავარია საერთო სურათი - საერთო სურათი კი არის ის, რომ ჩვენ ვაყალიბებთ ძალიან მყარ, სტაბილურ, დემოკრატიული, პლურალისტური საპარლამენტო მმართველობის სისტემას, რომელიც სრულ შესაბამისობაშია არამარტო ელემენტარულ, საბაზისო, კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებთან, არამედ საპარლამენტო მმართველობის საუკეთესო პრაქტიკასთან. ეს არის საერთო სურათი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ იმ ცვლილებების საფუძველზე, რომელიც ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციაში”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ კომისიის თითოეულ წევრს მადლობა გადაუხადა.
”რომ არა თითოული თქვენგანის აქტიური ჩართულობა, მონაწილეობა, ნამდვილად შეუძლებელი გახდებოდა ასეთი დახვეწილი და მაღალი ხარისხის დოკუმენტის შემუშავება”, - განაცხადა კობახიძემ.